ფულის გამთეთრებელი ხაზარაძე, მაისთვის სამშობლოს გამყიდველი უსუფაშვილი და პუტჩისტი ჩიხლაძე გაერთიანდნენ

ქვეყნის მოღალატეები, როგორც კობახიძე მათ უწოდებს, ბერბიჭაშვილები საკუთარ კოალიციას ქმნიან. „ლელო“, „შენების მოძრაობა“ და „ახალი მემარჯვენეები“ თანამშრომლობას იწყებენ.
„კოორდინაცია-კონსულტაციის რეჟიმი ნიშნავს შემდეგს: „ლელო“, „შენების მოძრაობა“, „ახალი მემარჯვენეები“ დღეიდან ჩვენს სხვა ნაბიჯებსაც შევათანხმებთ ერთმანეთთან, გარდა პროპორციული არჩევნებისა საერთო ოპოზიციურ ფორმატში, რომელსაც რა თქმა უნდა, გავაგრძელებთ.
მჭიდრო კონსულტაციები ნიშნავს იმას, რომ ჩვენ საარჩევნო პროცესს კოორდინირებულად ვუყურებთ. შესაძლოა, ვიყოთ პარტნიორები საარჩევნო პროცესში, შესაძლოა, ვიყოთ კონკურენტები საარჩევნო პროცესში და პარტნიორები უკვე პარლამენტში. ამას გვაჩვენებს მომავალი. მთავარია, ჩვენ გადავწყვეტთ, კოორდინაცია იყოს ეფექტური“ – განაცხადა უსუფაშვილმა.
როგორც ჩანს, უსუფაშვილს შეუძლია მიეკედლოს ყველას, ვისაც ფული აქვს; ხაზარაძეს რაღა თქმა უნდა მოპარული მილიონებიდან არ გაუჭირდება 1-2 თეთრის უსუფაშვილისთვის მიგება, ხოლო, რაც შეეხება ჩიხლაძეს, მის დასახასიათებლად და წარსულის აღსაწერად ერთი სიტყვაც საკმარისია – პუტჩისტი.