მოძრაობა “გაბედეს” აქტივისტებს მმართველი პარტიის დეპუტატის, მამუკა მდინარაძის ოფისთან 41 ვერცხლი” მიუტანეს

მოძრაობა “გაბედეს” წევრები პარლამეტის ვიცე-სპიკერის, მამუკა მდინარაძის მაჟორიტარულ ბიუროსთან მივიდნენ და მას “41 ვერცხლი” მიუტანეს.
თუმცა მათ ოფისთან უცხო პირები დახვდნენ, რომელიც ახლოს მისვლის უფლებას არ აძლევენ. აღნიშნულმა პირებმა აქტივისტებს გზა გადაუღობეს, უთხრეს, რომ “დაინტრესებული ადგილობრივები” იყვნენ და მოთხოვეს ანგარიში ჩაებარებინათ იმაზე, თუ რას აპირებდნენ.
“აქ ვცხოვრობ, არ გიცნობ და მაინტერესებს სად მიდიხარ… ეს ხელში რაები გიჭირავს? მომეცი, სულ მომეცი”, — ეუბნებოდა ერთ-ერთი აქტივისტებს.
მალევე საუბარში კიდევ რამდენიმე პირი ჩაერთო, რომლებმაც აქტივისტებს დაკითხვა მოუწყვეს.
აადგილზე მობილიზებული არიან სამართალდამცავები.