თემა დახურუსილია და ოპოზიციამ მომემზადოს არჩევნებისთვის-წულუკიანი

იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი 30 ნოემბერს ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის დაგეგმილ შეხვედრას გამოეხმაურა, სადაც საუბრის მთავარი საკითხი ოპოზიციის მიერ ქართული ოცნების მიერ შეთავაზებული გერმანული საარჩევნო მოდელი იქნება.
“კიდევ ერთხელ შეხვდებიან, ალბათ, და აუხსნიან უკვე ოფისის პირობებში, რომ გერმანული მოდელი კონსტიტუციას არ შეესაბამება. სულ ეს არის,”- ამბობს წულუკიანი.
მან მოუწოდა ოპოზიციას, არჩევნებისთვის მოემზადონ.
„ხალხი იტყვის თავის სათქმელს 2020-ში, უნდა დაბრუნდნენ თუ არა „ნაციონალები“ ხელისუფლებაში. ეგებ, საქართველოს ამომრჩეველი გაისად ამბობს, რომ „ნაციონალები“ უნდა დაბრუნდნენ ხელისუფლებაში. რატომ არ უნდათ მოემზადონ არჩევნებისთვის. მაგრამ, მათ როგორც ჩანს იციან, რომ არჩევნებით დიდი მომავალი არ აქვთ. არავითარი პოლარიზაცია არ არსებობს, არსებობს „ნაციონალური მოძრაობა“, მათი შორს მყოფი მშიშარა ბელადი, რომელიც ვერ ჩამოდის და არსებობენ ამ პარტიასთან ასოცირებული მათი ყოფილი ნაწილები, დანაყოფები და ასე შემდეგ“, – განაცხადა წულუკიანმა.