ოქტომბერში ეკონომიკა 5,7 პროცენტით გაიზარდა

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი შეფასებით, 2019 წლის ოქტომბერში წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) ზრდამ 5.7 პროცენტი შეადგინა, ხოლო 2019 წლის პირველი ათი თვის საშუალო რეალური ზრდა 5.1 პროცენტით განისაზღვრა.
საქსტატის მონაცემებით, 2019 წლის ოქტომბერში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, ზრდა შეინიშნებოდა დამამუშავებელი მრეწველობის, მშენებლობის, სასტუმროებისა და რესტორნების, ასევე ინფორმაციისა და კომუნიკაციის სექტორებში. კლება დაფიქსირდა სამთომოპოვებითი მრეწველობის, ხელოვნების, გართობისა და დასვენების სექტორებში.
ასევე ეკონომიკურ ზრდაზე დადებითი გავლენა იქონია 10.4%-ით გაზრდილმა ექსპორტმა, ასევე დღგ-ის გადამხდელ საწარმოთა ბრუნვის 14%-იანმა ზრდამ.