ნათია თურნავა: ეს პროექტი უპრეცედენტოა, 117 ობიექტის გაყიდვის შედეგად 2500 ახალი სამუშაო ადგილი შეიქმნება

ეკონომიკის სამინისტრო 117 ობიექტის გაყიდვას გეგმავს. პრეზენტაციაზე მინისტრმა განაცხადა, რომ სამინისტრო 150 მილიონი ლარის გენერირებას გეგმავს, პროექტის შედეგად კი 2500 ახალი სამუშაო ადგილი შეიქმნება.
„ჩვენ საპრივატიზაციოდ გამოგვაქვს ობიექტები, რომლებზეც ყველა შეთანხმება უკვე გაფორმებულია, მორგებული არის გრგ-ს, წინასწარ არის შეფასებული და თან ერთვის ჩვენი რეკომენდაცია თუ რა სახის ბიზნესი შეიძლება განვითარდეს ადგილზე. ეს პროექტი არის უპრეცედენტო, თავისი შედეგით. სხვა ყველაფერთან ერთად ეს არის 2500 ახალი სამუშაო ადგილის პერსპექტივა,”- აღნიშნა ნათია თურნავამ.
სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს ოფიციალური ივებგვერდის საპრივატიზებო რუკაზე მომხმარებელს საშუალება აქვს, გაეცნოს სხვადასხვა საინვესტიციო შეთავაზებას და დაინტერესების შემთხვევაში მონაწილეობა მიიღოს მიმდინარე ელექტრონულ აუქციონში.
ობიექტების ჩამონათვალი მოიცავს საქართველოს მასშტაბით სახელმწიფოს საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებას, ასევე თბილისსა და საქართველოს 45-მდე ქალაქსა და მუნიციპალიტეტს.
ნათია თურნავას თქმით, საპრივატიზაციო ობიექტის ნუსხა მუდმივად განახლებადი იქნება. აუქციონები მომდევნო 12 თვის განმავლობაში გაიმართება. წყნეთის სამთავრობო აგარაკები კი საპრივატიზაციოდ უახლოეს დღეებში გამოვა.