დონალდ ტრამპი ავღანეთში?

„როიტერსი“ მიერ გაჟღერებული ინფორმაციით ირკვევა, რომ აშშ-ს პრეზიდენტი მოულოდნელად ავღანეთს ეწვია.
პრეზიდენტმა ჯარისკაცებს მადლიერების დღე მიულოცა, ინდაურით გაუმასპინძლდა და მათთან ერთად ისადილა.
დონალდ ტრამპი ავღანეთში ავღანეთის პრეზიდენტსაც შეხვდა.
„თალიბებს შეთანხმების მიღწევა სურთ და ჩვენ მათთან შეხვედრებს ვმართავთ. ჩვენ ვაცხადებთ, რომ შეთანხმება ცეცხლის შეწყვეტას უნდა ითვალისწინებდეს, ისინი ამბობდნენ, რომ ცეცხლის შეწყვეტა არ სურდათ, თუმცა მჯერა, ახლა მათ ეს სურთ,“ – განაცხადა ტრამპმა ჟურნალისტებთან საუბრისას.
ცნობისთვის, გაბრეზიდენტების შემდეგ, დონალდ ტრამპი ავღანეთს პირველად ეწვია.