„წითელი ჯვრის“ წარმომადგენლებმა ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი მოინახულეს

„წითელი ჯვრის“ კომიტეტის დელეგატებმა ცხინვალის დე-ფაქტო ტერიტორიაზე ვაჟა გაფრინდაშვილი მოინახულეს. მათი განამრტებით ის თავს ნორმალურად გრძნობს და კარგად გამოიყურება.
„დღეს მეორე ვიზიტი იყო. როგორც მოგეხსენებათ პირველი ვიზიტი 18 ნოემბერს შედგა. ჩვენი დელეგატი მასთან დაახლოებით 14:00 საათზე შევიდა. შეხვედრა ჩვენი მოთხოვნების შესაბამისად ჩატარდა, რაც მასთან პირისპირ დარჩენას და საუბარს გულისხმობდა. ასევე, მას გადავეცით მისი ოჯახის წერილი და ამჯერადაც მან ოჯახს საპასუხო წერილი გამოუგზავნა, რომელიც მის ოჯახს უკვე გადავეცით. სამწუხაროდ, დეტალებზე საუბრის უფლებამოსილება მე არანაირად არ მაქვს. ერთადერთი რაც შემიძლია გითხრათ, ისიც იმიტომ, რომ ამ საქმის მიმართ ძალიან მაღალი ინტერესია, თავს ნორმალურად გრძნობს და ამბობს, რომ მხნედ არის“, – განაცხადა „წითელი ჯვირს“ საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა, მაია ქარდავამ.