მადონამ ძლიერი ტკივილების გამო კონცერტები გადადო

მადლონამ Madame X-ის ტურნეში დაგეგმილი სამი კონცერტი გადადო. მისი განცხადებით, კონცერტის გადადება ძლიერმა ტკივილმა გამოიწვია, თუმცა რა სტკიოდა უცნობია.
“ძალიან გთხოვთ მაპატიეთ ტურნეს ასე დაუგეგმავად შემოტრიალება. ყოველ ღამე, ჩემი კონცერტების ჩატარება ძალიან დიდ სიამოვნებას მანიჭებს და მათი გაუქმება სასჯელივითაა, თუმცა ჩემი ტკივილები ძალიან ძლიერია და მე უნდა დავისვენო, ექიმების ბრძანებები შევასრულო” – წერს მადონა.
აღსანიშავია, რომ თვის დასაწყისში მადონამ სან-ფრანცისკოში ფანებს განუცხადა, რომ მოხლი სტკიოდა, ასევე მომღერალმა ინსტაგრამზე ვიდეო დადო, სადაც ყინულით სავსე აბაზანაში იწვა.