უმთავრესი ამოცანა საქართველოსა და რუსეთს ორმხრივი ურთიერთობების ჩიხიდან გამოყვანაა – გრიგორი კარასინი

გრიგორი კარასინი პრაღაში ჟურნალისტებთან აცხადებს, რომ ამჟამად უმთავრესი ამოცანა საქართველოსა და რუსეთს ორმხრივი ურთიერთობების ჩიხიდან გამოყვანაა.
“პრაღაში ერთმანეთს კარგი სამუშაო განწყობით შევხვდით. ჩვენი მთავარი ამოცანაა, ორმხრივი ურთიერთობა იმ ჩიხიდან გამოვიდეს, რომელშიც ის ივნის-ივლისში რუსეთის მისამართით გაკეთებული უხეში განცხადებებისა და დემონსტრაციების შემდეგ შევიდა. ამ ურთიერთობების მოგვარების შესაძლებლობა არსებობს, მაგრამ სამწუხაროდ, საქართველოს შიდაპოლიტიკური ვითარება ისევ დაძაბულია. მიუხედავად ამისა, იმედი მაქვს, ეს არ აისახება ჩვენს ორმხრივ ურთიერთობებზე და შევძლებთ მდგომარეობის ჩიხიდან გამოყვანას. ამისთვის ყველა რესურსი არსებობს. მე ვგულისხმობ არა ვიზიტს, არამედ იმ ალიაქოთს, რაც მოჰყვა ამ ვიზიტს. ზოგიერთი ტელეწამყვანის მიერ პირდაპირ ეთერში გაკეთებულ განცხადებებს და საერთოდ, იმ ატმოსფეროს, რომელიც შეიქმნა განცხადებების შემდეგ, რომლებიც ეხებოდა რუსეთის მოქალაქეებს, რუს ტურისტებს და საერთოდ, ორ ქვეყანას შორის ურთიერთობებს. თქვენ იცით, რა მოხდა ამ ამბის შემდეგ, შეწყდა ავიამიმოსვლა. ამ ყველაფერზე ვისაუბრებთ. ასევე სხვადასხვა ტექნიკურ საკითხებზეც, ტრანსპორტზე, ჰუმანიტარულ კონტაქტებზე, იმ ორმხრივ ურთიერთობაზე, რომელიც გავლენას ახდენ საერთაშორისო ურთიერთობაზე“ – გრიგორი კარასინი.