ღორი ჟურნალისტის წინააღდეგ

ერთ-ერთი ბერძნული ტელეარხის ჟურნალისტს პირდაპირი ეთერის დროს აგრესიული ღორი ეკვეთა და უკბინა.
ჟურნალისტი ლაზოს მანტიკოსი მაყურებელს პირდაპირ ეთერში აწვდიდა ინფორმაციას, ამ დროს აგრესიულმა ღორმა მისი კბენა გადაწყვიტა. ჟურნალისტის ინფორმაციით, მათ გადამღებ ჯგუფს ღორი დილიდან მისდევდა. ჟურნალისტების ჯგუფმა ამის გამო რეპორტაჟის გადაღება ვერ დაასრულა.

საქართველოს რეალობას რომ მოვარგოთ ეს ღორი ნამდვილად მოუხდებოდა ნაცხროვის თავყრილობების ჩართვებს.