პარლამენტის პიკეტირაბა დასრულა, „მასშტაბური“ 20 კაციანი აქცია კი სასესიო კვირასაა დაგეგმილი

შოთა დიღმელაშვილმა, მოძრაობა „სირცხვილიას“ ერთ-ერთმა ლიდერმა განაცხადა, რომ პარლამენტის პიკეტირება დღეს დასრულდა. მომავალი შეკრების თარიღი იქნება ხვალ, ან მაშინ, როდესაც პარლამენტი იმუშავებს. სავარაუდოდ, კვლავ 20 კაცის შეკრება იგეგმება, თუმცა როგორც თვითონ აანონსებენ „მასშტაბური“ აქცია პარლამენტის სასესიო კვირაში ჩატარდება. საინტერესოა, რა წარმოდგენები აქვთ „სირცხვილიებს“ და მისთანებს „მასშტაბურზე“.
„დღეს პიკეტირებამ ეს შედეგი გამოიღო, რასაც ვხედავთ. როცა ჩაინიშნება შემდეგი სესიები და საპარლამენტო დღე როცა იქნება, კიდევ დავაპიკეტებთ უფრო ეფექტიანად, „სირცხვილის კორიდორებით“, შეძახილებით.
თქვენ ხედავთ, რომ სისტემა ჯანჯღარებს, სისტემა ინგევა აგურ-აგურ. ავიაციის პოლიცია ჰყავთ მოყვანილი, აეროპორტის დაცვა, ანუ კადრები აღარ ყოფნით. „კომოს საძმოს“ ჩართულობით მოხდა ალბათ ავიაციის ჩართვა ამ ამბავში“, – აცხადებს სირცხვილია დიღმელაშვილი.