საფრთხე მომდინარეობს რადიკალური, ექსტრემისტული ოპოზიციური ძალის მხრიდან – ირაკლი ღარიბაშვილი

ირაკლი ღარიბაშვილი, ოკუპაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის გარდა მთავარ პრობლემად ოპოზიციური ძალა „ნაციონალური მოძრაობაა“
„ჩვენ ყურადღებით ვაკვირდებთ ჩვენს ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს. მინდა გამოვეხმაურო პარტიის თავმჯდომარის გუშინდელ ინტერვიუს. ჩემი შეფასება არის, რომ ბატონმა ბიძინამ ჩვეული გულწრფელობით უპასუხა ყველა იმ კითხვას, რომელიც საზოგადოებას აწუხებს და ყველა იმ აბსურდულ ბრალდებას და ცილისწამებას, რომელიც მომდინარეობს ყველაზე რადიკალური, დესტრუქციული და შეიძლება ითქვას, ექსტრემისტულ ოპოზიციად წოდებული ძალის მხრიდან.
მინდა ერთი რამ განვაცხადო, როგორც მთავრობის წევრმა და პარტიის პოლიტიკურმა მდივანმა – დღეს ჩვენს ქვეყანას გარდა ოკუპაციისა, ეკონომიკური სიდუხჭირისა და უმუშევრობის გამოწვევების და პრობლემებისა, გამოწვევა, რომელიც ჩვენი ქვეყნის გრძელვადიან და სტაბილურ განვითარებას, მშვიდობას წინ უდგას, ეს საფრთხე მომდინარეობს რადიკალური, ექსტრემისტული ოპოზიციური ძალის მხრიდან, კერძოდ, კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ მხრიდან, რაც არის აბსოლუტურად დაუშვებელი. მათი ნებისმიერი დესტრუქციული ქმედება არის დაუშვებელი და მიუღებელი. დღეს ჩვენი სახელმწიფო არის ძლიერი, იმაზე ძლიერი, ვიდრე მათ წარმოუდგენიათ. სახელმწიფო არის მოწოდების სიმაღლეზე, რომ პასუხი გასცეს ნებისმიერ გამოწვევას, რომელიც მომდინარეობს ამ საფრთხის შემცველი რადიკალური ძალის მხრიდან“, – აცხადებს საქართველოს თავდაცვის მინისტრი.