პრემიერი ქუჩაში გავარდნილ პარლამენტარებს რეალური საქმისკენ დაბრუნებას მოუწოდებს

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ ბოლო დღეებში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა და პოლიტიკოსებს, რომლებიც ხელმძღვანელობენ აქციას, უპასუხისმგებლო უწოდა, ხოლო მათ ქმედებას დესტრუქციული.
მან ქუჩაში გავრდნილ პარლამენტარებს მოუწოდა დაბრუნდნენ პარლამენტში და რეალურ საქმეს მიხედონ.
„მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთ უპასუხისმგებლო პოლიტიკოსს გამოხატვის თავისუფლება შეიძლება მიაჩნია პოლიციელის შეურაცხყოფა, პარლამენტში შეჭრა ან თუნდაც პარლამენტის პიკეტირება, ჩვენ, სახელმწიფო სრულად ვიაზრებთ ქვეყნის დემოკრატიზაციის მნიშვნელობას და რა თქმა უნდა, ჩვენი პასუხი მსგავს ნაბიჯებზე იქნება სრულად კანონიერი, გააზრებული იმ პასუხისმგებლობით, რომელიც ჩვენ გვაქვს ჩვენი მოქალაქეების წინაშე. ეს ბლოკირება, არ ნიშნავს ცალკეული ინსიტუტების ბლოკირებას, ეს ნიშნავს სრულად სახელმწიფოს ბლოკირებას, ამიტომ მინდა მოგიწოდოთ, თითოეულ თქვენგანს, გავაორმაგოთ ჩვენი ყურადღება და კონცენტრაცია, რამეთუ ყოველდღიურად, ჩვეულ რეჟიმში გავაგრძელოთ სახლემწიფო ინსტიტუტების ეფექტური ფუნქციონირება. ჩვენი ვალდებლებაა, ვიზრუნოთ თითოეულ მოქალაქეზე, მასწავლებელზე, მედიკოსზე რიგით მოქალაქეებზე, ეს არის ჩვენი სახელმწიფოს და მთავრობის ძირითადი მოვალეობა, რომელიც ჩვენ უნდა შევასრულოთ ყოველდღიურ რეჯიმში, მიუხედავად იმისა, რაც არ უნდა ხდებოდეს პოლიტიკურ პროცესში და ვინც არ უნდა ცდილობდეს, სხვადასხვა დესტრუქციული ქმედებებით სახელმწიფოს ბლოკირებას,“ – აცხადებს გახარია.