პროვოკატორი მელია ბექა ოდიშარიან „უნამუსოს“ უწოდებს

პარლამენტის ეზოში ნიკა მელია და ბექა ოდიშარია ერთმანეთს დაუპირისპირდნენ. მათ ერთმანეთს შეურაცხყოფა მიაყენეს და „უნამუსო“ უწოდეს. ამის პროვოკატორი ნიკა მელია იყო, რომელმაც ოდიშარიას არ მისცა უფლება პარლამენტში შესულიყო.
„ბექა, მე არ გამექცე ბიჭო. ესაა ბექა ოდიშარია, ბავშვობიდან ვიცნობ, ერთად გავიზარდეთ და ამ ადამიანმა ღილაკს ხელი მიაჭირა. გრცხვენოდეს… მოდი ვისაუბროთ… უნამუსო ხარ“, – თქვა მელიამ. ოდიშარიამ კი უპასუხა: „გეყოფა, მე არ გიჭერდი. უნამუსო შენ ხარ“.