რა მთავარი მესიჯები ჰქონდა ბიძინა ივანიშვილს „SWOT-ანალიზში“

ბიძინა ივანიშვილი, გუშინ, ტელეკომპანია „იმედზე“, გადაცემა „SWOT-ანალიზში“ იმყოფეფოდა და საკუთარი მესიჯები ნათლად დაგვისახა. ის ქვეყანაში მიმდინარე რამდენიმე მნიშვნელოვან პრობლემას შეეხო.
„ქართული ოცნების“ თავმჯგომარემ, პირდაპირ ეთერში ისაუბრა ოპოზიციურ პარტიებზე, თუმცა განსაკუთრებული ყურადღება „ნაცებზე“ გაამახვილა. მისი თქმით, ალბათობა იმისა, რომ ისინი ხელისუფლებაში მოვლენ 0%-ია. რაც შეეხება „ქართული ოცნებას“, პროპორციული არჩევნების შემთხვევაში 50-60%-ს მოიპოვებდა.
„კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ მე განვიცდი და გუნდშიც განიცდიან. ეს არ უნდა მომხდარიყო ჯობდა. ჩვენ გვქონდა რესურსი. მე ვარწმუნებდი გუნდის წევრებს რომ ჩვენ გვაქვს რესურსი იმისთვის რომ არ დავარღვიოთ ჩვენი სიტყვა და 50 და 60 პროცენტს შორის, ყოველგავარი ძალდატანების გარეშე შეგვიძლია მივიღოთ ამ არჩევნებში. შეგვიძლია უმრავლესობაც მივიღოთ, მთავრობაც ჩამოვაყალიბოთ… ყველას ჰქონდა კითხვა, ვისთან უნდა კოალიცია. აბსოლუტურად საფუძვლიანი კითხვა. ჩვენ გვქონდა რესურსი და ვაჩვენებდით კიდეც პოლიტიკოსებსაც და ამომრჩეველსაც 2020-ში, რომ პროპორციული სიით ჩვენ მივიღებთ მნიშვნელოვნად მეტს, ვიდრე 50 პროცენტი. ჩვენ ეს რესურსი გაგვაჩნდა“, – აცხადებს ბიძინა ივანიშვილმა.
ივანიშვილი შეეხო საქართველოში განათლებისა და პროფესიული ცოდნის უდიდეს პრობლემას. მისი განმარტებით, არაფრის მქონე და არაფრის გამკეთებელი ადამიანები მოდიან პარლამენტში და არამხოლოდ პარლამენტში, არამედ ზოგადად ყველა პროფესიაში.
„ყველა დარგში, რომელიც არ უნდა ნახოთ დღეს საქართველოში. არსად პროფესიონალები არ გვყოფნის. შემდუღებლებიც კი აღარ გვყოფნის დღეს, რომ იცოდეთ. მასწავლებლებში იცით რამხელა დეფიციტია? ყველა დარგში ჩვენ გვაქვს დეფიციტი პროფესიონალების. ვიღაცას ეიფორია აქვთ, რომ პოლიტიკაში არიან ჭარბი. ჭარბი კი არა, ყველაზე წარუმატებელი, არაფრის მქონე და არაფრის გამკეთებელი ადამიანები მოდიან და დგებიან, სხვა რამე რომ ვერ შეძლეს“- თქვა ივანიშვილმა.
ის იმ საფრთხესაც შეეხო, რომლის წინაშეც „ქართული ოცნება“ დადგა, ფრაქციიდა უმრავლესობის წევრების გასვლის შემდეგ. მისი განმარტებით, ფრაქციის დაშლა ქვეყნისთვის ტრაგიკული იქნებოდა, თუმცა „ზოგი ჭირი მარგებელია“.
“მე პირადად ძალიან ვიაქტიურე და არ დავშალეთ გუნდი, შევინარჩუნეთ. უმრავლესობის დაშლა იქნებოდა ტრაგიკული ამ ქვეყნისთვის დღეს. შევინარჩუნეთ სტაბილური უმრავლესობა და მე ძალიან მიყვარს გამონათქვამი, რომ “ზოგი ჭირი მარგებელია”.
რა თქმა უნდა, ცუდი იყო რაც მოხდა, როგორც მოხდა, მაგრამ აქედან უნდა გავაკეთოთ დასკვნები, მრავალმხრივი დასკვნები და გავაგრძელოთ ქვეყნის სტაბილური განვითარება” – განაცხადა ფრაქციის თავმჯდომარემ.
მას, ასევე ისაუბრა პროპორციული სისტემის პროექტის ჩაშლის საკითხიც და მოსახლეობას განუცხადა, რომ საკუთარი გადაწყვეტილება საარჩევნო ყუთებთან გამოხატონ.
“საზოგადოებასთან პასუხი გვაქვს გასაცემი. ის, რაც ვთქვით და ვერ შევასრულეთ ამისთვის არსებობს არჩევნები. და არჩევნების პროცესი დაწყებულია უკვე… ჩვენი ისტორიის განმავლობაში, როცა “ქართული ოცნება” მოვიდა ხელისუფლებაში, არ მახსოვს, რამე სერიოზული დაპირება არ შეგვესრულებინა.
ზოგადად, ძალიან ვუფრთხილდები დაპირებას, 100-ჯერ და ათასჯერ ვზომავ, თუ პირდები, უნდა გააკეთო. სამწუხარო რეალობაა, რაც მოხდა. განვიცდი პირადად, განიცდიან გუნდში ყველა, განიცდიან ისინი, ვინც მხარი არ დაუჭირა ინიციატივას. განიცდიან იმას, რომ გუნდმა ვერ შეძლო. განიცდიან ფაქტს, რომ “ქართულმა ოცნებამ” გასცა დაპირება. მართალია, ეს იყო ცალმხრივი დაპირება, ეს არ იყო კონტრაქტი არავისთან, მაგრამ ვერ შევძელით შესრულება”, – თქვა „ქართული ოცნების თავმჯდომარემ.
თუმცა, პროექტის ჩაშლით არაფერი ტრაგიკული არ მომხდარა – განაცხადა ივანიშვილმა.
„გუნდის შიგნით ამას განიცდიან, მაგრამ სინამდვილეში არაფერი დრამატული არ მომხდარა. არსებობენ სსახელმწიფოები და ზე-სახელმწფიოებიც, სადაც მაჟორიტარული საარჩვენო სისტემა მოქმედებს“ – ბიძინა ივანიშვილი გადაცემა „SWOT-ანალიზში“.