არავის მივცემთ “სახელმწიფოს ბლოკირების მცდელობის უფლებას-გიორგი გახარია

მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთ უპასუხისმგებლო პოლიტიკოსს გამოხატვის თავისუფლებად შეიძლება, მიაჩნია პოლიციელის შეურაცხყოფა, პარლამენტში შეჭრა, ან თუნდაც პარლამენტის პიკეტირება, ჩვენ, სახელმწიფო სრულად ვიაზრებთ ქვეყნის დემოკრატიზაციის მნიშვნელობას და მსგავს ნაბიჯებზე ჩვენი პასუხი იქნება სრულად კანონიერი, გააზრებული იმ პასუხისმგებლობით, რომელიც გვაქვს მოქალაქეების წინაშე, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
„ბოლო დღეების განმავლობაში, ერთმნიშვნელოვნად აშკარად ჩანს, რომ უპასუხისმგებლო პოლიტიკოსების ყველა ეს დესტრუქციული ქმედება მიზნად ისახავს სახელმწიფოს ბლოკირებას. ეს არ ნიშნავს ცალკეული ინსტიტუტების ბლოკირებას, ეს ნიშნავს სრულად სახელმწიფოს ბლოკირებას. ამიტომ, მინდა მოგიწოდოთ თითოეულ თქვენგანს, გავაორმაგოთ ყურადღება და კონცენტრაცია, რადგან ყოველდღიურად, ჩვეულებრივ რეჟიმში გავაგრძელოთ სახელმწიფოს ინსტიტუტების ეფექტური ფუნქციონირება, რამეთუ ჩვენი ვალდებულებაა, ვიზრუნოთ თითოეულ მოქალაქეზე, თითოეულ მასწავლებელზე, თითოეულ ექიმზე, პოლიციელზე, რიგით მოქალაქეებზე. ეს არის სახელმწიფოს და მთავრობის ძირითადი მოვალეობა, რაც ჩვენ უნდა შევასრულოთ ყოველდღიურ რეჟიმში, რაც არ უნდა ხდებოდეს პოლიტიკურ პროცესში და მიუხედავად იმისა, ვინც არ უნდა ცდილობდეს სხვადასხვა დესტრუქციული ქმედებებით სახელმწიფოს ბლოკირებას“, – განაცხადა გახარიამ.