ივანიშვილი ამერიკული NGO-ების მიკერძოებულობის გამო არ გამორიცხავს კონგრესსა და სენატს მიმართოს

გუშინ „SWOT ანალიზის“ ეთერში ბიძინა ივანიშვილი NDI-ისა და IRI-ის მიკერძოებულ და სუბიექტურად შეფასებულ კვლევებს შეეხო.
„მე კონკრეტულად მივწერ, რომ ამერიკის ინტერესებს, ამერიკის სახელმწიფოს ინტერესებს აზარალებენ ცალკეული ჩინოვნიკები, როდესაც ამერიკელი ამომრჩევლის დაფინანსებული ფულით აბსოლუტურად ამერიკის სახელმწიფოს საპირისპირო პოლიტიკას ატარებენ, ყველასთვის გასაგებია, რომ ნაცმოძრაობა და სააკაშვილი არ ადარდებს ამერიკის სახელმწიფოს. ამერიკის სახელმწიფოს საპირისპიროს აკეთებენ ეს NGO-ები და მსგავსი კვლევები. მე არ გამოვრიცხავ, თუ ვერ მოხერხდა ამაზე რეაქციის მიღება, საჯაროდ, ღია წერილით მივმართო კონგრესს, სენატს, ან ორივეს და პრეზიდენტის ადმინისტრაციას, რომ ასეთი სამწუხარო რეალობაა საქართველოში“,