აქციის მონაწილეები ვერც ალტერნატიული გზით მივიდნენ პარლამენტთან

აქციის მონაწილეები, ჩიტაძის ქუჩის გადაკეტვის გამო, ეცადნენ ალტერნატიული გზით მისულიყვნენ პარლამენტთან, თუმცა პოლიციელებმა მათ ამის საშუალება არ მისცეს.
ამჟამად აქტივისტები ინგოროყვას ქუჩაზე არიან გაჩერებულნი და წინ ვერ მიიწევენ.