ტრამვაი ქართული ანბანით მალე სტრასბურგის ქუჩებში გამოჩნდება

საქართველოსთვის ევროსაბჭოს თავმჯდომარეობის გადაბარებასთან დაკავშირებით, სტრასბურგში, ნახევარი წლის განმავლობაში, ქართული ანბანით გაფორმებული ტრამვაი ივლის.
თავმჯდომარეობის ოფიციალურ გადაბარებამდე ტრამვაით საქართველოს საგარეო მინისტრი, დავით ზალკალიანი და ევროსაბჭოს წევრი ქვეყნების მუდმივი წარმომადგენლები იმგზავრებენ. შემდეგ კი რესპუბლიკის მოედანზე საქართველოს დროშის აღმარვის ცერემონია გაიმართება. ასევე, გაიჭრება სიმბოლური ლენტი და შესრულდება საქართველოს ჰიმნი.