თავგასიებული გუბაზი: საქართველოში არ მაფასებენ

თავგასიებულთან ერთად სქელკანიანი გუბაზი დაუფასებლობაზე ჩივის.
„რატომ იყო მოულოდნელობა ჩემი და სააკაშვილის შეხვედრა? მე ეს ერთი თვით ადრე დავაანონსე. რამ გამოიწვია ჩემი ასეთი გადაწყვეტილება – არა მარტო ჩემი, მიხეილ სააკაშვილისაც, შეხვედრის ორმხრივი სურვილი იყო, ეს გამოიწვია ქვეყანაში შექმნილმა ვითარებამ. ქვეყანა ძალიან მძიმე დღეშია, საქართველოს საქმეები მთლად კარგად არაა. გვაქვს დიდი საშინაო და საგარეო გამოწვევები. გვყავს უვიცი, უწიგნური ხელისუფლება. ეს შეხვედრა რეალობამ განსაზღვრა. მიხეილ სააკაშვილი მოგვწონს ვინმეს, არ მოგვწონს, ის, ჩემი შეფასებით, არის ყველაზე გავლენიანი პოლიტიკოსი საქართველოს შიგნით და მის ფარგლებს გარეთ. მას აქვს ძალიან დიდი პიროვნული რესურსი. ის ნარატივი რასაც 7 წელია ნერგავს ბიძინა ივანიშვილი, რომ სააკაშვილი არ უნდა მობრუნდეს, ნაცები თუ მობრუნდნენ მეორედ მოსვლა დაიწყება, ეს ამაზრზენი და ამორალურია. ხელისუფლებას მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით არასრულფასოვნების კომპლექსი აქვს. სააკაშვილი და მისი პოლიტიკური თვისებები დღეს საქართველოს სჭირდება. თუ არჩევნებში ქართველი ხალხი გადაწყვეტილებას მიიღებს, რომ სააკაშვილი დაბრუნდეს საქართველოში, მე ამას მივესალმები. მეტიც – ხელსაც შევუწყობ ამას. სააკაშვილი მზადაა, ძალიან ბევრი კომპრომისისთვის. მას სწორად ესმის შექმნილი ვითარება, რომ მარტო „ნაციონალური მოძრაობა“ ვერ დაამარცხებს ივანიშვილს, ისევე როგორც დანარჩენი ოპოზიცია „ნაციონალური მოძრაობის“ გარეშე ვერ დაამარცხებს ივანიშვილს. რეფორმების გამგრძელებელს ვერ ვხედავ სხვას, გარდა მიხეილ სააკაშვილისას. მეც და სააკაშვილიც გადავაახტით საკუთარ თავს და საკუთარ ეგოს, მე მგონი, ეს უნდა დაფასდეს და სალანძღავი არ უნდა იყოს. არც ის მაკლებდა კრიტიკას, თავგასიებულს მეძახდა.
კიდევ ერთი- სააკაშვილთან ბევრი ქართველი პოლიტიკოსი ჩადის, ოღონდ ჩუმად. მე ჩავედი ღიად, არაფერი დამიმალავს.
ნურავინ დაიჩემებს, რომ სააკაშვილის ხელისუფლების დროს , ვალერი გელბახიანზე მეტად რეპრესირებული ყოფილიყოს. კაცმა მოახერხა, შეხვდა. ეს დააფასეთ. შერიგებას და მშვიდობის ჩამოგდებას ნუ დასცინით, შუღლს ნუ აღვივებთ . ისედაც დანაწევრებულია ეს ქვეყანა, კიდევ ნუ დაანაწევრებთ“, – გუბაზა სანიკიშვილი.