ქართველი თავშესაფრის მაძიებლები გერმანიიდან გააძევეს

გერმანული გამოცემა Süddeutsche Zeitung-ი აცხადებს, რომ ქარველი თავშესაფრის მაძიებლები გერმანიის ზაქსენის მიწიდან გააძევეს.
გამოცემა წერს, რომ 26 ნოემბერს ზაქსენში მორიგი დეპორტაცია განხორციელდა.
გერმანიის შსს აცხადებს, რომ სულ 41 ქართველი მოქალაქე გააძევეს, მათგან კი თავშესაფრის მაძიებელი 34 იყო.