გალაქტიონ ბუაძემ თბილისის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურის უფროსი აღარ არის

თბილისის მერის განაცხადებით, თბილისის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურის უფროსმა, გალაქტიონ ბუაძემ, თანამდებობა დატოვა.
კალაძემ მისი საქმიანობს დადებითად აფასებს და მომავალ საქმიანობაში წარმატებებს უსურვებს.
„განსაკუთრებული მადლობა მინდა გადავუხადო გალაქტიონ ბუაძეს. ის თანამდებობას ტოვებს და კერძო სექტორში გადადის. გალაქტიონ ბუაძე ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურს ხელმძღვანელობდა. მესმის, ძალიან რთულია ათენო ღამეები, იმუშაო იმ პირობებში, რომელშიც გვიწევს მუშაობა, თუმცა მან მართლაც ღირსეულად გაართვა თავი ამ ყველაფერს. ის იყო ერთ-ერთი წარმატებული მენეჯერი თავის სამსახურთან ერთად“, – ამბობს კალაძემ.
მერმა, ასევე, მადლობა გადაუხადა თითოეულ თანამშრომელს დახმარებისთვის.
„პროექტების განხორციელების პროცესში არის გამოწვევები, პრობლემები, შეფერხებები, არის მოსახლეობის მხრიდან უკმაყოფილებაც შექმნილი დისკომფორტიდან გამომდინარე, თუმცა როდესაც პროექტი სრულდება, ვხედავთ ძალიან ხარისხიანად შესრულებულ სამუშაოებს. ამ პროექტების უკან დგანან ჩვენულებრივი ადამიანები, ვისაც მართლაც 24-საათიან რეჟიმში უწევთ მუშაობა და ზედამხედველობა. ძალიან მძიმე და რთულია ამ გრაფიკში მუშაობა, მაგრამ სხვანაირად შეუძლებელია, თუ გვინდა, წარმატებული ქალაქი ვიყოთ. ჩვენ ჯერ კიდევ არ გვაქვს ის სამშენებლო კულტურა, რომ ტენდერში გაიმარჯვოს კომპანიამ და წყნარად ვიყოთ, რომ ის ყველაფერს უმაღლეს დონეზე გააკეთებს“ – თბილისის მერი.