ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის გასათავისუფლებლად ზალკალიანმა საერთაშირისო თანამეგობრობას ზეწოლის გაზრდისკენ მოუწოდა

დავით ზალკალიანი, საერთაშორისო თანამეგობრობას თხოვნით მიმართავს ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილთან დაკავშორებით და მოუწოდებს რუსეთის ფედერაციის ძალებზე ზეწოლა გაზარდონ.
„მინდა ხაზი გავუსვა ძალიან მნიშვნელოვან საკითხს – საქართველოში კვლავ გრძელდება მცოცავი ანექსია და ოკუპაცია. ამიტომ, მე ვფიქრობ, თქვენ უფრო მკაფიოდ უნდა შეაფასოთ არსებული სიტუაცია. როდესაც ჩვენ ახლა ვსაუბრობთ, საქართველოში მიმდინარეობს უკანონო ბორდერიზაციის პროცესი. რამდენიმე კვირის წინ ოკუპირებულ ტერიტორიაზე გაიტაცეს და დააკავეს ცნობილი ქართველი ექიმი, უბრალო მიზეზის გამო – იგი წავიდა თავისი პაციენტის სამკურნალოდ ოკუპირებულ რეგიონში. ახლა ის იმყოფება პატიმრობაში და ჩვენ ვთხოვთ საერთაშორისო თანამეგობრობას გაზარდოს ზეწოლა რუსეთის ფედერაციის ძალებზე, რომლებიც ამ ტერიტორიებზე მოქმედებენ.
სამწუხაროდ, განსაცდელში არიან ეთნიკური ქართველები რომლებიც დაუბრუნდნენ მუდმივ საცხოვრებელ ადგილებს, გაყოფილია ოჯახები, მათ არ აქვთ წვდომა საკუთარ სოფლის მეურნეობაზე და ვერ ამუშავებენ საკუთარ მიწას, მათ უარს ეუბნებიან მშობლიურ ენაზე განათლების მიღებაზე. ჩვენ არ უნდა დავხუჭოთ თვალი ამ უკანონო საქმიანობაზე, რადგან ეს არასწორ სიგნალს გაუგზავნის ქართველ საზოგადოებას, ჩვენს ხალხს“ – განაცხადა ზალკალიანმა ბერლინის საგარეო პოლიტიკის ფორუმზე.