რუსეთ-საქართველოს ავიამიმოსვლა შესაძლოა 2020-ის პირველ ნახევარში აღდგეს

სამთავრობო წყაროზე დაყრდნობით რუსული მედია აცხადებს, რომ ავია სანქციები, რომელიც რუსეთის პრეზიდენტმა საქართველოს დაუწესა, შესაძლოა 2020 წლის პირველ ნახევარში გაუქმდეს.
ცნობისთვის, სანქციები მიმდინარე წლის ბოლოს უნდა მოხსნილიყო, თუმცა საქართველოში მიმდინარე პროცესებისა და აქციების გამო გადაიდო.
რუსული მხარე აცხადებს, რომ მიუხედავად „რუსოფობიული შემოტევების“ შეცირებებისა ქვეყანა უსაფრთხოებით ვერ უზრუნველყოფს რუს მოქალაქეებს.