დისნეის და Star Wars-ის კიდევ ერთი წარმატება

დისნეის ახალი სერიალი „მანდალორიელი“ IMDB-ის რეიტინგებში 9-იან ნიშნულს გაცდა. სერიალი უკვე 33 ათასზე მეტმა მაყურებელმა შეაფასა. მანდლარიელის ჯერ მხოლოდ სამი ეპიზოდია გამოშვბეული და ის უკვე 9-იან ნიშნულს გასცდა. ამ ეტაპზე სერიალის პოზიცია 9.1-ია და მოსალოდნელია, რომ ის დროდადრო კიდევ უფრო აიწევს.
მანდალორიელი ცნობილი ფრანჩაიზის „ვარსკვლავური ომების“ სპინოფია და ის „თავაზებზე მონადირეების“ ამბავია. სერიალში მთავარ როლს პედრო პასკალი ასრულებს, რომელიც მაყურებელმა სერიალ „ნარკკოსიდან“ გაიცნო. ფილმის სცენარისტი კი ჯონ ფევრო გახლავთ, რომელსმაც ოდესღაც მსახიობობას დაანება თავი და იმუშავა ისეთ სცენარებზე როგორებიცაა „რკინის კაცი“, „შურისმაძიებლები – დასასრული“ და სხვა. სცენარსა და რეჟისურაში რასაკვირველია ჩართლია ჯორჯ ლუკასიც – Star Wars-ის სულის ჩამდგმელი ოსკაროსანი რეჟისორი.
აღსანიშნავია, რომ IMDB-ზე 9 ნიშნულს ცოტა ფილმი და სერიალი თუ სცდება. სერიალებში ლიდერი Breaking Bad-ია, მას მოყვენა „სოპრანოს კლანი“, „სამშობლო“, „სამეფო კარის თამაშები“ და კიდევ რამდენიმე სერიალი.
IMDB კინოინდუსტრიის ყველაზე გავლენიანი პორტალია. ესაა ელექტრონული ენციკლოპედია, მედიათეკა და საინფორმაციო რესუსრსების კრებული, რომელიც ბევრი წელია კინოინდუსტრიაში ჩართული ან მასთან დაკავშირებული პირებისთვის საუკეთესო საკომუნიკაციო საშუალებაა. პორტალზე შეფასებას მაყურებლები აკეთებენ, თუმცა სისტემატურად იტყვირთება ექსპერტების შეფასებებიც.