ჭავჭავაძის გამზირის სკამებისთვის 2.5 მლნ დოლარი დაიხარჯება

2020 წლის ბიუჯეტის პროექტში აღნიშნულია, რომ ჭავჭავაძის გამზირისთვის სკამების შესაძენად 2.5 მლნ დოლარი დაიხარჯება. თუმცა, დაკონკრეტებული არ არის, თუ რამდენ სკამს შეიძენენ.
ჭავჭავაძის გამზირის რეაბილიტაცია 2019 წელს დაიწყო და სრულად 8 603 088 ლარი ჯდება.
განხორციელდება შემდეგი ღონისძიებებ: დაზიანებული საქალაქო ინფრასტრუქტურის ობიექტების აღდგენა – რეაბილიტაცია; დედაქალაქის ტერიტორიაზე სხვადასხვა ობიექტების კეთილმოწყობა. სხვადასხვა ღონისძიებების ფარგლებში დროებითი ნაგებობებისა და კონსტრუქციების მოწყობა. კეთილმოწყობის სამუშაოებისთვის 11 175 000 ლარის დახარჯვაა გათვალისწინებული.