ხვალ, თბილისის ნაწილს ელექტროენეგიის მიწოდება შეეზღუდება

თელასი აცხადებს, რომ ხვალ, თბილისის ნაწილს გეგმურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო, ელექტოენერგია დროებით შეეზთუდებათ.
გთავაზობთ უბნებისა და ქუჩების სიას:
საბურთალოს რაიონი
10 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელი დიღმის, ვაშლიჯვრის დასახლების, გელოვანის გამზირის, გოძიაშვილის, პეტრიწის, პეტრე სარაჯიშვილის, დიდგორის, კვანტალიანის, დავით სარაჯიშვილის და ჟღენტის ქუჩების მაცხოვრებლებს.
11 საათიდან 16 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვაჟა-ფშაველას გამზირის, ყაზბეგის გამზირის, ოთარ ჩხეიძის, პეტრე ქავთარაძის, ნუცუბიძის, ედიშერ მაღალაშვილის, კალისტრატე ქუთათელაძის, მარიკა ბარათაშვილის, ოთარ ლორთქიფანიძის, გიორგი გეგეჭკორის, იოველ ქუთათელაძის, მიხეილ თამარაშვილის, მედეა ჩახავას და უნივერსიტეტის ქუჩების მაცხოვრებლებს.
14 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დიდი დიღმის I, III მიკრორაიონების, პეტრე იბერის, პეტრიწის და დემეტრე თავდადებულის ქუჩების მაცხოვრებლებს.
დიდუბის რაიონი
10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დიღმის მასივის I კვარტლის, აღმაშენებლის ხეივნის, სამხედრო გზატკეცილის, მიხეილ ჭიაურელის, ლუბლიანას, ახმეტელის, იუნკერ მიხეილ იოსელიანის და მიხეილ ჭიაურელის ქუჩების მაცხოვრებლებს.
ნაძალადევის რაიონი
10:30 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ზღვისუბნის დასახლების III მიკრორაიონის I, IV კვარტლების, თემქის დასახლების III მიკრორაიონის I კვარტლის, დავით ნიშნიანიძის და გია რომელაშვილის ქუჩების მაცხოვრებლებს.
14 საათიდან 16 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მეტრო „სარაჯიშვილი“-ს მიმდებარე ტერიტორიის მაცხოვრებლებს.
კრწანისის რაიონი
10 საათიდან 13 საათამდე შეზღუდვა შეეხება: რუსთავის გზატკეცილის, გუდიაშვილის მოედნის, ახოსპირელის, ლერმონტოვის, ბეთლემის, ჩიხლაძის, აბესაძის, აბო თბილელის, ალავერდოვის და ჯიბლაძის ქუჩების მაცხოვრებლებს.
სამგორის რაიონი
11 საათიდან 14 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ქიზიყის ქუჩის მაცხოვრებლებს.
გლდანის რაიონი
10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ხევძმარის და ქერჩის ქუჩების მაცხოვრებლებს.
11 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის მასივის I მიკრორაიონის და ანგია ბოჭორიშვილის ქუჩის მაცხოვრებლებს.
12 საათიდან 15 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელი გლდანის, გლდანის მასივის VII მიკრორაიონის, ომარ ხიზანიშვილის, ქერჩის, ნუგზარ კალანდაძის, რამაზ გოგიაშვილის, თეიმურაზ ბატონიშვილის, ბორჩალოელის და ელიონორა ტერ-ფარსეგოვას ქუჩების მაცხოვრებლებს.
14 საათიდან 16 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის ხევის დასახლების, ჯანაშვილის, კაჭარავას, ულიანოვის, ჯანჯღავას და ანდრონიკაშვილის ქუჩების მაცხოვრებლებს.
ისნის რაიონი
11 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: შოთა ნადირაშვილის ქუჩის მაცხოვრებლებს.
ვაკის რაიონი
11 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ილია ჭავჭავაძის გამზირის (ნაწილობრივ) მაცხოვრებლებს.
11 საათიდან 14 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვასო აბაშიძის, ფალიაშვილის, თაქთაქიშვილის და ირაკლი აბაშიძის ქუჩების მაცხოვრებლებს.
მთაწმინდის რაიონი
11 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვაშლოვანის ქუჩის მაცხოვრებლებს.
“კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება” – აცხადებენ თელასში.

მსგავსი სტატიები