გირჩის აქცია ათეისტური ფანატიზმია – ზაზა გაბუნია

ზაზა გაბუნია გირჩის აქციას გამოეხმაურა და განაცხადა, რომ მსგავსი ქმედება ათეისტური და ფანატიკური.
“არ ვიცი, რა უნდა ითქვას პოლიტიკური მიზნებისთვის ხატების შეურაცხყოფის საკითხზე. არ ვიცი, რა უნდა ითქვას პოლიტიკური მიზნებისთვის პატრიარქის შეურაცხყოფის საკითხზე. ყველა ვითარებაში, რა ხარისხის სიმწვავე, სირთულე და ტემპერატურაც უნდა იყოს, არსებობს დაწერილი და დაუწერელი წესები, რომლის დაცვაც პროცესს ხდის გასაგებს, მიუხედავად პროცესის სიმწვავისა და სირთულისა. ის, რაც ჩვენ გუშინ ვნახეთ, ეს იყო სიბნელე, შემზარავი ცინიზმი, ეს არის ათეისტური ფანატიზმი და მაქედან ერთი ნაბიჯია ჩეკისტობამდე. პოლიტიკური ბრძოლაც, პოლიტიკური კონკურენციაც ასეთ დროს ფასსა და ღირებულებას კარგავს” – აცხადებს გაბუნია.