მდინარაძე ნაცებს დაერია

პარლამენტის სხდომაზე, მამუკა მდინარაძემ „ნაციონალურ მოძრაობას“ მილევადი უწოდა. მისი განცხადებით, ნების მოქმედებებს განვითარება და პოზიტიური პერსპექტივა არ გააჩნია.
„როდესაც პროპორციულ სისტემაზე გადასვლაზე ვსაუბრობდით, მაშინ ერთ-ერთი მთავარი მოტივაცია, მათ შორის მორალური და პარტიების განვითარების თვალსაზრისით, იყო ის, რომ რაც შეიძლება მეტი პარტია უნდა შევიდეს პარლამენტში და დღეს, ჩვენი ამ გადაწყვეტილებით მეტი გარანტია აქვთ პარტიებს, რომ თავიანთი წარმომადგენლები ჰყავდეთ საქართველოს პარლამენტში.
რატომ ვამბობ იმას, რომ მილევად რეჟიმშია „ნაცმოძრაობა“? მათ თავიანთი უგუნური გადაწყვეტილებით, ვგულისხმბ ყველა შტოს, თავი ჩაიყენეს ჩიხურ მდგომარეობაში. ისინი გვთავაზობენ მოდელს, რომლითაც 77 უდრის 150-ს. გვთავაზობენ მოდელს, რომლის მიხედვითაც, პროპორციული სისტემა, სადაც ხდება პერსონიფიცირება ნახევარი მანდატების შემთხვევაში, ნიშნავს შერეულ სისტემას. ასეთი მოთხოვნებით მათ თავად ჩაიყენებს ჩიხურ სიტუაციაში თავი და კუთხეში დადგნენ თავად. ისინი ლაპარაკობენ ხალხის სახელით და მაშინ, როდესაც აკაკი ზოიძის ინიციატივას, მოჰყვა აბსოლუტური პანიკა მათ გუნდში. პრინციპი, ხალხს შევეკითხოთ, მათთვის მისაღები არ არის.
ასევე მინდა შევეხო ერთ თემას – ამ დღეებში, პოლიციის მოქმედებებში გამოჩნდა, რომ ერთდროულად შეიძლება იყო ძლიერი და ამავდროულად შეიძლება იყო ჰუმანური. ეს პრინციპი დანერგა ქართულმა პოლიციამ თავიანთი მოქმედებებით. გარდა ამისა, მინდა კიდევ შევეხო ერთ თემას, რომელიც ალბათ ახლოს არის ყველა დეპუტატთან – მადლობა მინდა გადავუხადო ყველა ჟურნალისტს, ოპერატორს, რომლებიც დღე და ღამეს ასწორებენ იმისათვის, რომ ინფორმაცია გადასცენ საზოგადოებას“, – აცხადებს მდინარაძე.

მსგავსი სტატიები