ალბანეთის დედაქალაქში 6.4 მაგნიტუდიანი მიწისძვრა მოხდა – ევრი

ალბანეთის დედაქალაქში მომხდარ 6.4 მაგნიტუდიან მიწისძვრას 6 ადამიანი ემსხვერპლა, 150 კი დაშავდა. ჩამოინგრა 2 შენობა, ნანგრევების ქვეშ მოყოლილებს კვლავ ეძებენ.
ცნობისთვის, მიწისძვრა დედაქალაქიდან 34 კილომეტრში მოხდა. შეინიშნებოდა განმეორებითი მიწისძვრები, მათგან ერთ-ერთი კი 5.3 მაგნიტუდიანი იყო.
მიწისძვრა იგრძნობოდა იტალიასა და საბერძნეთში.