ყვარელში ხარძარს 12 წლის ბავშვი ემსხვერპლა

ყვარელში, სოფელ გრემში, საცხოვრებელ სახლში გაჩენილ ცეცხლს 12 წლის ბავშვი ემსხვერპლა. ასევე დაშავდნენ გარდაცვლილის დედა და დეიდა, მციროწლოვანი ბავშვიც. ამჟამად ისინი რეფერალურ საავადმყოფოში იმყოფებიან.
ადგილზე სამართალდამცავები და სამაშველო ბრიგადაა მობილიზებული. ხანძარი, სავარაუდოდ, ბუნებრივი აირის გაჟონვამ გამოიწვია.