„სიკვდილი ამერიკას“, „სიკვდილი ისრაელს“ – ირანელი დემონსტრანტები

ირანის ელიტარული რევოლუციური გვარდიის მეთაურმა, აქციის მსვლელობისას განაცხადა, რომ გაანადგურებს ყველას, ამერიკის ჩათვლით, ვინც თეირანის წითელ ხაზს გადმოკვეთავს.
„ჩვენ დიდი მოთმინება გამოვიჩინეთ… ჩვენ მოვითმინეთ ამერიკის, სიონისტური რეჟიმის [ისრაელი] და საუდის არაბეთის ბრძოლა ირანის წინააღმდეგ… მაგრამ ჩვენ მათ გავანადგურებთ, თუ ისინი გადაკვეთენ ჩვენს წითელ ხაზებს“, – აცხადებს გვარდიის მეთაური, ჰოსეინ სალამი.
ცნობისთვის, გუშინ ირანის მოქალაქეები საპოტესტო აქციით გამოვიდნენ, ლოზუნგებით „სიკვდილი ამერიკას“, „სიკვდილი ისრაელს“ და დემონსტაციულად, საჯარო თავშეყრის ადგილზე ამერიკის დროშა დაწვეს.
მთავრობამ განაცხადა, რომ ხალხი ნაცავს, თუ ვინ არის ირანი.