ჯანდაცვის სამინისტროს განცხადება დაშავებულ პირებთან დაკავშირებით

გუშინ, აქციის მსვლელობისას, 4 პირი დაშავდა. ჯანდაცვის სამინისტრო განცხადებას აკეთებს:
„რუსთაველზე, საკანონმდებლო ორგანოსთან აქციის ორგანიზატორების მიერ შექმნილი ბარიერების მოშლის შემდეგ, სამედიცინო დახმარება 4 ადამიანს დასჭირდა. ერთ-ერთ აქციის მონაწილეს დაზიანება სახის არეში აქვს მიღებული, რომელსაც შესაბამისი სამედიცინო მკურნალობა „ნიუ ჰოსპიტალსის“ კლინიკაში უტარდება. „ამტელ ჰოსპიტალში“ შეყვანილ აქციის მონაწილეს კი, ალკოჰოლური ინტოქსიკაცია დაუდგინდა. რაც შეეხება დანარჩენ პირებს, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია და ექიმების დაკვირვების ქვეშ იმყოფებიან. სამედიცინო დაწესებულებაში გადაყვანილი ერთი პირი კი, საავადმყოფოდან უკვე გაწერეს“,- ჯანდაცვის სამინისტო.