საკანონმდებლო ორგანო ფუნქციონირებს თავისუფლად – ვაჟა სირაძე

საპატრულო პოლიციის უფროსი, ვაჟა სირაძე აცხადებს, რომ დეპუტატებს პარლამენტში შესვლა თავისუფლად შეუძლიათ.
პოლიცია ადგილზე საზოგადოებრივი წესრიგის დასაცავად და პარლამენტრის მშვიდი ფუნქციონირებისთვისაა მობილიზებული.
„ნებისმიერ დეპუტატს თავისუფლად შეუძლია შევიდეს. საკანონმდებლო ორგანო ფუნქციონირებს თავისუფლად. პოლიცია ადგილზე მობილიზებულია იმისთვის, რომ დაიცვას წესრიგი. გარკვეულმა ძალებმა ჯერ მშვიდობიანი პროტესტი გამოხატეს და შემდეგ პიკეტირება მოახდინეს, ამიტომ პოლიციის მიერ მოხდა შესასვლელების გასუფთავება. პოლიცია ადგილზე მობილიზებულია იმისთვის, რომ საზოგადოებრივი წესრიგი იქნას დაცული და საკანონმდებლო ორგანომ განაგრძოს ფუნქციონირება მშვიდ ვითარებაში. არსებობს „შეკრებისა და მანიფესტაციის შესახებ“ კანონი, ბრძანება არაა საჭირო“,- ვაჟა სირაძე.