ვაჟა გაფრინდაშვილის ოჯახი გაერო-ს მიმართავს

ვაჟა გაფრინდაშვილის ოჯახმა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში წერილი შეიტანა მოთხოვნით გოერო-ს სპეციალური კომისიის ჩამოსვლასთან დაკავშირებით.
„მივმართავთ გაერო-ს გენერალურ მდივანს, რათა საქართველოში სასწრაფოდ მოავლინოთ გაერო-ს სპეციალური კომისარი, რომელიც მუშაობს მსგავს პრობლემებზე და დაუყოვნებლივ გამოიყენონ ყველა რესურსი, რათა მოხდეს ოკუპანტების მიერ უკანონოდ დატყვევებული ექიმის გათავისუფლება“, – ნათქვამია წერილში, რომელიც საგარეო უწყებაში გაფრინდაშვილის მეუღლემ, თამილა ლაფანაშვილმა შეიტანა.
უწყებასთან იმყოფებოდნენ ვაჟა გაფრინდაშვილის შვილებიც, რომლებმაც განაცხადეს, რომ მათ ახალი ინფორმაცია არ მიუღიათ.
„ახალი ინფორმაცია არაფერი გვაქვს, დღეს არის დასვენების დღე ცხინვალში და დღესაც ვერ ახერხებს წითელი ჯვრის წარმომადგენელი შესვლას და ამანათის გადაცემას. როგორც მოგვაწოდეს ინფორმაცია, ხვალიდან ისევ ეცდებიან“ – ნათქვამია წერილში.