მსგავსები ერთად გროვდებიან – თეა წულუკიანი სააკაშვილ-სანიკიძე-გელბახიანის შეხვედრაზე

23 ნოემბერს, კიევში, “გამარჯვებული საქართველოს“ წევრები გუბაზ სანიკიძე და ვალერი გელბახიანი საქართველოს ექს პრეზიდენტს შეხვდნენ. ეს არ გამორჩენია საქართველოს ვიცე-პრემიერს და ამასთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა. „მსგავსები ერთად გროვდებიან“ ამბობს თეა წულუკიანი. საქართველოს მუდამ ჰყავდა შიდა მტრები და არც ახლა აკლებენ.
“ამ ვიზიტზე ფრანგული ანდაზა მახსენდება, რომელიც დაახლოებით ასე ითარგმნება – ვინც ერთმანეთს გავს, ერთად გროვდებიან“ – აცხადებს წულუკიანი.