საქართველო ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის თავმჯდომარე ზეგ გახდება

27 ნოემბრიდან 2020 წლის 15 მაისამდე ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის თავმჯდომარე ქვეყანა საქართველო ხდება. ოფიციალური ცერემონია 27 ნოემბერს სტრასბურგში გაიმართება. ამასთან დაკავშირებით, სტრასბურგს ოფიციალური ვიზიტით საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, დავით ზალკალიანი ეწვევა.
თავმჯდომარეობასთან დაკავშირებთ საგარეო საქმეთა სამინისტროში ხვალ პრესკომფერენცია გაიმართება.
“აღსანიშნავია, რომ ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც საქართველო ხდება საერთაშორისო ორგანიზაციის თავმჯდომარე ქვეყანა. თავმჯდომარეობის 6 თვის განმავლობაში საქართველო ევროპის საბჭოს ფარგლებში 20-მდე ღონისძიებას გაუწევს ორგანიზებას”, – საგარეო საქმეთა სამინისტრო.