წყალწაღებული „გაბედე“ ხავსს ეჭიდებოდაო

რესპუბლიკის მოედანზე მოძრაობა “გაბედეს” აქტივისტებმა აქცია გამართეს. მათ ადგილზე საკანი მიიტანეს, რომელზეც ბიძინა ივანიშვილის ფოტო იყო მიკრული, საკანში კი ზებრა მოათავსეს. აჯობებს ღრმად განვითარებული წარმოსახვის უნარი მნიშვნელოვანი საკითხებისკენ მიმართონ მართულმა და ოპოზიციონერებისგან დაფინანსებულმა აქტივისტებმა. საეჭვოა, რომ მათმა დესტრუქციულმა მოძრაობამ, აქციის ლიდერები აღმოაჩინოს ზებრის ადგილზე.
აქტივისტები ირწმუნებიან, რომ ზებრის ნაცვლად საკანში ბიძინა ივანიშვილი მოხვდება. საინტერესოა, რა მოტივით და რა საფუძველზე დაყრდნობით გაყვირიან სასაცილო განცხადებებს.
ისინი დღეს მიმდინარე აქციას შეუერთდნენ და სხვებსაც მოუწოდებენ ქვეყნის დესტუქტურიზაციაში ჩართვისკენ.