ბაზარზე ქვევრის ვისკი გამოჩნდა

“ქვისკის” მარკეტინგის დირექტორმა, ნინი ჭაჭიამ განაცხადა, რომ ბაზარზე პირველი ქვევრის ვისკი გამოჩნდა. ქვევრის ვისკი სრულად გაწმენდილია ეთერზეთებისგან, შესაბამისად, იგი ბახუსს არ გამოიწვევს.
“სახელი მაინც თავისას შვრება: როდესაც ამბობ, რომ ქართული სასმელია, მაშინვე ინტერესს იწვევს. გეგმები დიდი გვაქვს ვაპირებთ, ქვევრის ვისკი ყველა ქვეყანაში გაიყიდოს”- აცხადებს ჭაჭია. მოლაპარაკებები ევროპის რამდენიმე ქვეყანასთან მიმდინარეობს.
ფასები საშუალო შემოსავლიან სეგმენტზეა გათვლილი.
მისი შეძენა რამდენიმე რესტორანსა და ღვინის მაღაზიაშია შესაძლებელი.