ძალიან აღმაშფოთა, როცა ოჯახური გასვლის გამო პოლიტიკური ვაიუშველებელი ატეხეს – არჩილ თალაკვაძე

პარლამენტის თავმჯდპმარე, არჩილ თალაკვაძე, ადასტურებს, რომ მეუღლესთან ერთად მილანში იმყოფებოდა, თუმცა ეს პოლიტიკუტი „შატალო“ არ ყოფილა, რადგან მეორე დღესვე სამუშაო ადგილზე იმყოფებოდა.
თავმჯდომარემ ტელეგადაცემა “კვირის თემა ნანა ლეჟავასთან ერთად“ გამოხატა გაკვირვება, თუ რატომ გამოიწვია ხმაური მისმა 1 დღიანმა გამგზავრებამ.
„ეთერში გასული სიუჟეტით რა სურდათ ეთქვათ საზოგადოებისთვის? – პარლამენტის თავმჯდომარე გაფრინდა კომოს ტბაზე დასასვენებლად, იქ ისვენებს ბიუჯეტის ფულით, აი, შეხედეთ, არ აინტერესებს სხვა არაფერი… ცხრა ამბიდან რეალურად საბოლოოდ დარჩა ის, რომ პარლამენტის თავმჯდომარე პირად საქმეზე ჩაფრინდა მილანში და მეორე დღეს იყო სამსახურში.
ძალიან აღმაშფოთა, როცა ოჯახური გასვლის გამო პოლიტიკური ვაიუშველებელი ატეხეს. მე, როგორც პარლამენტის თავმჯდომარე სამუშაო ადგილას ვიყავი ყოველ დღე და არანაირი პოლიტიკური “შატალო” ეს არ ყოფილა, მითუმეტეს, არ მივიღებ ასეთ კრიტიკას მათგან, ვინც ბიუჯეტის ხარჯზე სეირნობდა უცხოეთში სამეგობროებით.
ჩემი მხრიდან ვიდეოჩართვის გავრცელება, აშკარაა, რომ არ აღმოჩნდა საკმარისი ამ ხელოვნური ისტერიის გასანეიტრალებლად, თუმცა რეალურად ეს იყო პასუხი იმ მომენტში „ფეიკ ნიუსზე“ -კომოზე ვისვენებდი თუ პარლამენტში ვიყავი.
ჩვენს საზოგადოებას მინდა ვუთხრა, რომ ვწუხვარ შექმნილი უხერხულობისთვის.
სინამდვილეში მთელი ეს „ფეიკი“ ააწყვეს იმაზე, რომ პარლამენტის თავმჯდომარე მილანში ჩავიდა მეუღლესთან და შვილთან ერთად და მეორე დღეს იყო სამსახურში“, – აცხადებს არჩილ თალაკვაძე.