პარლამენტის ეზოში სამართალდამცავები არიან მობილიზებულნი

დილიდან, პარლამენტის ეზოში სამართალდამცავები არიან მობილიზებულნი. ადგილზე ასევე არიან შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის რამდენიმე ავტობუსი, 112-ის, სასწრაფო სამედიცინო დახმარების და სახანძრო მანქანები. ცნობისთვის, ამის მიზეზი გახდა დაანონსებული აქცია. აქტივისტები პარლამენტის კარების პიკეტირებისთვის ემზადებიან. ისინი აცხადებენ, რომ 26 ნოემბერს უმრავლესობის წევრებს პლენარული სხდომის ჩატარების უფლებას არ მისცემენ.

მსგავსი სტატიები