ვაკის ნაწილს დღე-ღამის განმავლობაში წყალმომარაგება შეუწყდება

დღეს, ჭავჭავაძის გამზირზე ახალ ქსელზე გადაერთების სამუშაოები ჩატარდება. Georgian Water And Power აცხადებს, რომ ამისთვის აუცილებელია მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლა.
სამუშაოების გამო, დღეს 12:00 საადიდან 26 ნოემბრის 07:00 საათამდე წყალმომარაგება შეუწყდება: ჭავჭავაძის გამზირის ნაწილს; თაქთაქიშვილის, მირცხულავას, ავალიშვილის ქუჩებს; ფალიაშვილის, არაყიშვილის, აბაშიძისა და მოსეშვილის ქუჩების ნაწილს.
“ჯივიპი ბოდიშს უხდის მოსახლეობას შექმნილი დისკომფორტისთვის და წყალმომარაგების აღდგენამდე მოსახლეობას წყალს სპეციალური ცისტერნებით მიაწვდის. წყალმომარაგების შეზღუდვისა და აღდგენის შესახებ ინფორმაციას, “ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ აბონენტებს წინასწარ, SMS-შეტყობინების სახით მიაწოდებს. დეტალური ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია კომპანიის ცხელი ხაზის – 2 93 11 11, ფეისბუქისა და ვებგვერდის მეშვეობით – http://www.gwp.ge,“ – ნათქვამია GWP-ის განცხადებაში.

მსგავსი სტატიები