დღეს, „ქართლული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში 10:00 საათზე უმრავლესობის სხდომა დაიწყო. სხდომის დასრულების შემდეგ, სავარაუდოდ, ცნობილი გახდება თუ რაზე შეთანხმდნენ მაჟორიტარები და ივანიშვილი.
ცნობისთვის, ივანიშვილი გუშინ შეხვდა იმ დეპუტატებს, რომელთაც ჩააგდეს პროპორციულ სისტემაზე გადასვლა. მაჟორიტარებმა განაცხადეს, რომ პრინციპულ საკითხებზე შეთანხმდნენ, თუმცა დეტალები არ გაუსაჯაროებიათ. განმარტეს, რომ ერთიანი პოზიციის შესახებ დეტალებს უმრავლესობის სხდომის შემდეგ გაასაჯაროვებენ.
