მინდა, დავლოცო განსაკუთრებული შემომწირველი ბიძინა ივანიშვილი – ილია მეორე

საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა, ილია მეორემ წმინდა გიორგისადმი მიძვღვნილ სადღესასწაულო წირვალ-ლოცვაზე მოსახლეობა და ის ადამიანები დალოცა, რომლებმაც წვლილი შეიტანეს საკათედრო ტაძრის მშენებლობაში.
„შევთხოვთ უფალს, რომ ღმერთმა დალოცოს ეს ტაძარიც და აღმშენებლებიც. მთელმა საქართველომ მიიღო მონაწილეობა ამის მშენებლობაში, მაგრამ დღეს მინდა, დავლოცო განსაკუთრებული შემომწირველი ბიძინა ივანიშვილი, ანდრია ანდრიაძე, ირაკლი ანდრიაძე, რომელიც შესრულდა 90 წლისა. წყალობა ღვთისა არ მოგიშალოთ მამა ზეციერმა. ჩვენთან არს ღმერთი“, – აცხადებს პატრიარქი.