როგორ მოვიქცეთ როცა ელვაა

წვიმის გროვა ღრუბლებში ელექტროსტატიკური ნაპერწკლების განმუხტვას ელვა ეწოდება. მას თან ერთვის გაელვება ქუხილი. შესაძლებელია მეხიც. ის იძლება 10-20 ამბერ დენს, შესაბამისად იგი სასიკვდილოა. სტატისტიკით, მსოფლიოს მასშტაბით მეხის დაცემით 300 ადამიანი იღუპება. მეხი ძირითადად მაღალ საგნებს ეცემა, ხეებს, ელექტროგადამცემებს, ანტენებს და ა.შ.
აი, როგორ ავირიდოთ თავიდან სახიფათო სიტუაციები:

  1. თუ ქალაქგარეთ გასვლას გეგმავთ, აუცილებლად გაეცანით ამინდის პროგნოზს
  2. თუ ელჭექია მოსალოდნელი, ჯობია გასეირნების გადადება
  3. კარგია, თუკი შეგიძლიათ მანძილის განსაზღვრა ელჭექის ფრონტამდე. ამისათვის უნდა დაითვალოთ დრო გაელვებიდან ქუხილამდე. გაელვება წინ უსწრებს ქუხილს. როდესაც ვიცით, რომ ხმის/ბგერის სიჩქარე 3 წამში, საშუალოდ, 1 კილომეტრია და გაელვებასა და ქუხილს შორის დრო მცირდება, ეს ნიშნავს, რომ საფრთხე ახლოვდება და აუცილებელია ზომების მიღება. თუკი გაელვებასა და ქუხილს შორის არ არის შუალედი, ნიშნავს, რომ ელჭექის ღრუბელი უკვე თქვენ თავზეა

როგორ მოვიქცეთ კატასტროფის დროს:

  1. თუ შენობაში იმყოფებით, აუცილებელია, დაკეტოთ ფანჯრები, კარები, სავენტილაციო მილები თუ კვამლსადენები
  2. საჭიროა, გამორთოთ ტელეფონი, ტელევიზორი და სხვა ელექტრომოწყობილობები, რადგან მეხი განსამუხტავად სწორედ ელექტროგაყვანილობის, კაბელს შეიძლება მოხვდეს/გამოჰყვეს.
  3. არ მიიღოთ შხაპი, რადგან წყალიც და ლითონიც ელექტროგამტარებია
  4. არ შეიძლება ღუმელის დანთება, რადგან მილიდან ამომავალმა სითბომ შეიძლება მიიზიდოს მეხი
  5. უმჯობესია, შორს იდგეთ ელექტროგაყვანილობისაგან, მეხამრიდისაგან, წყალსადინარი მილებისაგან, ანტენისა და ფანჯრისაგან
  6. თუ გადაუდებელი აუცილებლობა არ არის, არ გახვიდეთ გარეთ
  7. თუ ჭექა-ქუხილმა ღია ადგილზე, ბუნებაში მოგისწროთ, თავს მაღალ ხეს ნუ შეაფარებთ. მეხის დაცემისაგან ყველაზე მეტად ზიანდება მუხა, ფიჭვი და ალვის ხე. ჯობია, მოშორდეთ მათ 30-40 მეტრით და თავი ტანდაბალ ხეებს შეაფაროთ. მოერიდეთ ცალკე მდგომ ხეებს. გახსოვდეთ, რომ მეხი არ ეცემა ბუჩქნარს!
  8. თუ ადგილი ღიაა, მაშინ, სასურველია, სასწრაფოდ იპოვოთ დადაბლებული, ჩავარდნილი ადგილი და ჩაიკუზოთ. საშიშია როგორც ფეხზე დგომა, ასევე მიწაზე დაწოლა, რადგან ამ დროს იზრდება ზემოქმედების ფართობი
  9. აუცილებელია ლითონის საგნების, მაგალითად, ველოსიპედის, მონეტებისა და ა.შ. თავიდან მოშორება
  10. არ უნდა დადგეთ ქოლგის ქვეშ.
  11. თუ რომელიმე წყალსაცავის ნაპირას იმყოფებით, უმჯობესია, გაეცალოთ მას და დადაბლებული ადგილი, ხევი იპოვოთ
  12. ელვისას არ შეიძლება სირბილი; ნელა იმოძრავეთ თავშესაფრისაკენ, რადგან ჰაერის ნაკადმა ელვა შეიძლება მიიზიდოს
  13. თუ ავტომობილში იმყოფებით, არ შეიძლება მანქანიდან გადმოსვლა, უმჯობესია, ფანჯრები დახუროთ/მინები აწიოთ და ანტენა ჩაწიოთ. არ შეაფაროთ მანქანა მაღალ ხეს თუ ობიექტებს, რომლებიც შეიძლება დაეცეს მას

როგორ მოვიქცეთ კატასტროფის შემდეგ:

  1. თუ თქვენ გვერდით არის დაზარალებული, გამოუძახეთ სასწრაფო დახმარებას
  2. ხანძრის გაჩენის შემთხვევაში, უმჯობესია, ხანძარს განერიდოთ ქარის საწინააღმდეგო მიმართულებით და გამოუძახოთ სახანძრო სამსახურს. საჭიროა, გზასთან ახლოს დარჩენა, რადგან კვამლმა შეიძლება ხილვადობა შეამციროს. სუნთქვისას პირზე აიფარეთ სველი ნაჭერი, რათა ფილტვების დაზიანება აირიდოთ
  3. გახსოვდეთ, რომ მიწასთან ახლოს ჰაერი უფრო ნაკლებადაა კვამლიანი, შესაბამისად, ჯობია მიწისპირა ჰაერით სუნთქვა