„ისლამური სახელმწიფოს“ წევრი ქალი, რომელსაც შვილებთან ერთად გერმანიაში აბრუნებენ

სირიის ერთ-ერთ ბანაკში სამ შვილთან ერთად მყოფ ქალს, რომელსა „ისლამურ სახელმწიფოსთან“ კავშირში ედებოდა ბრალი, ხერმანული ხელისუფლება გერმანიაში აბრუნდებს.
როგორც ჟურნალი Spiegel-ი აცხადებს, 30 წლის ლაურდა ჰ.-მ, წარმოშობით ცენტრალური გერმანიიდანაა, თუმცა 2016 წელს მან ქვეყანა დატოვა და ჯიჰადისტებს შეუერთდა. ქალი შვილებთან ერთად ჩრდილოეთ სირიაში მდებარე ქურთების მიერ კონტროლირებად პატიმართა ბანაკში იმყოფება. ისინი გერმანიაში ერაყის გავლით რამდენიმე დღეში ჩავლენ.
გერმანიამ საქმე უკვე აღძრა „ისლამური სახელმწიფოს“ წევრობისა და ბავშვის მიმართ მოვალეობების არშესრულების საქმეებზე.
აღსანიშნავია, რომ ლაურა ჰ.-ს შემთხვევა პირველია როდესაც გერმანია თავად განახორციელებს რეპატრირებას.
როგორც უსაფრთხოების ძალები იუწყებიან, სირიაში ამ დროისთვის „ისლამური სახელმწიფოს“ 80-მდე გერმანელი წევრია დატყვევებული.