დღეს წმინდა გიორგის ბორბალზე წამების დღე აღინიშნება

დღეს, სრუალიად საქართველო, წმინდა გიორგის ბორბალზე წამების დღეს აღინიშნავს. დღესასწაულთან დაკავშირებით, ეკლესიებში სადღესასწაულო წირვა-ლოცვები ჩატარდება.
გიორგობასთან დაკავშირებით, ყოვლადწმინდა სამების ტაძარში წირვა-ლოცას კათოლიკოს პატრიარქი ილია II 10:00 საათზე აღავლენს.
წმინდანი საქართველოში განსაკუთრებით უყვართ, რადგან ის ქართველი ერის მფარველად მიიჩნევა. ის მესამე საუკუნეში, კაბადოკიაში, მდიდარი ქრისტიანების ოჯახში დაიბადა. წმინდანი რომის იმპერატორ დიოკლიტიანეს მმართველობის დროს მხედართმთავარი გახდა. მას შემდეგ, რაც ქრისტიანებზე დევნა დაიწყო ის იმპერატორს განუდგა, იმპერატორმა კი ქრისტიანობის უარყოფა მოსთხოვა. რადგან წმინდა გიორგიმ იმპერატორის მოთხოვნას არ დამორჩილდა, ბევრი სირთულისა და ტანჯვის გადატანა მოუწია, მათ შორი ბორბალზე გაკვრაც. 30 წლის წმინდანს, ჩვენი წელთა აღრიცხვით 303 წელს, თავი მოჰკვეთეს. იგი ეკლესიის ისტორიაში შევიდა, როგორც ძლევაშემოსილი და უძლეველი ზეციური მხედარი.