კოლუმბია საზღვრებს კეტავს?

კოლუმბია მასშტაბური აქციისთვის ემზადება. ქალაქ კალიში კომენდანტის საათი გამოცხადდა, საზღვრები კი დროებით ჩაიკეტა. მერი აცხადებს, რომ თუ კომენდანტის საათის შემდეგ ვინმე გარეთ აღმოჩნდება, მას დაიჭერენ.
ქვეყანაში შესვლა ეკვადორიდან, პერუდან, ბრაზილიიდან და ვენესუელიდან შეუძლებელი გახდება.
ცნობისთვის, ქვეყანაში მასშტაბური დემონსტრაციები არაერთხელ გამართულა. ისი მძიმე სოციალურ და ეკონომიკურ პირობებს აპროტესტებენ.