საკათედრო ტაძარში საყოველთაო ნათლობა 24 ნოემბერს ჩატარდება

ჩვილთა საყოველთაო ნათლობა სამების საკათედრო ტაძარში 23 ნოემბრის ნაცვლად 24 ნოემბერს ჩატარდება. ნათლობა დღის მეორე საათზე ჩატარდება. საღამოს 8 საათისთვის კი სამებიაში უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე მიბრძანდება და ნათლულებს დალოცავს.
გიორგობის დღესასწაულთან დაკავშირებით საკათედრო ტაძარში წირვას ილია მეორე აღავლენს.
შეგახსენებთ, საყოველთაო ნათლობა უკვე 61-ედ ტარდება და პატრიარქს 39 000 ნათლული ჰყავს.