ევროპული საქართველოს პრესსამსახურის წევრი გაათავისუფლეს

ევროპული საქართველოს პრესსამსახურის წარმომადგენელი 1 საათიანი დაკავების შემდეგ გაათავისუფლეს. თორნიკე დიასამიძე ხელწერილის საფუძველზე მცხეთის პოლიციიდან გამოუშვეს.
შსს-ის ინფორმაციით, მას წვრილმან ხულიგნობას ედავებიან. საქმის წარმოება ადმინისტრაციულ სამართალდარღევათა კოდექსის 166-ე მუხლით მიმდინარეობს.
პოლიციამ თორნიკე დიასამიძე მცხეთაში მიმდინარე აქციის დროს დააკავა. აქციის მონაწილეები დიმიტრი ხუნდაძის მაჟორიტარული ოფისისათვის ბოქლომის დადებას ცდილობდნენ.